იმერეთი. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის
პროექტის – „კერძო მესაკუთრეთა ინტერესების
დაცვა ზესტაფონი-სამტრედიის
ავტომაგისტრალების მშენებლობისას" – შედეგების
პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „ახალგაზრდა ეკონომისტთა
ასოციაციის"
წარმომადგენელმა პაატა კლდიაშვილმა
განაცხადა, პროექტის ფარგლებში
ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები
მოსახლეობასთან, პროფესიონალმა ეკონომისტებმა
და იურისტებმა ბენეფიციარებს
გაუწიეს კონსულტაციები ქონებაზე
საკუთრების უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით.
„ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე ბენეფიციართა უმრავლესობამ კუთვნილი ქონების სანაცვლოდ უკვე მიიღო კომპენსაცია, თუმცა მცირე ნაწილს კვლავაც აქვს გარკვეული პრობლემები, მათ დასახმარებლად ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს."-აღნიშნა კლდიაშვილმა.
პროექტი დაფინანსდა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" პროგრამების ფარგლებში.