en
ge

კოალიცია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას ითხოვს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კოალიცია „თანასწორობისთვის" ერთად, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას ითხოვს.
„დღეს სასტუმრო „რუმს თბილისში" მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს სტამბოლის კონვენციასთან მიერთების საკითხი განიხილეს, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების ერთ-ერთ მექანიზმი. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის გარდა, სტამბოლის კონვენცია ლგბტ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხებსაც არეგულირებს.
...დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახური დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე", ნათქვამია საიას ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)