თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.
„IDFI მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.
IDFI-ის მიერ გასაჩივრებული (სადავო) ნორმები განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებებიდან პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის, მათ შორის, საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოთხოვის წესს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge