თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული მეინსტრიმინგი".
„კონფერენციაზე განხილული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციებისა და მოსაზრები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გამოითქვა. თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ სტრატეგიას თბილისის მერია 2016 წლის დეკემბერში დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 2017 წლის იანვარში შემუშავდება სტრატეგიის შესაბამისად გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის დოკუმენტიც", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში