თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს კვლევას, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო საწარმოებში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის პრევენციის საკითხებია შესწავლილი.
„საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელთა განხორციელებაც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების შემცირებას და მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურობის ზრდას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge