en
ge

ახალციხეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე იმსჯელეს

სამცხე–ჯავახეთი. 31 იანვარს, ახალციხის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ  ,,ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. მას ახალციხეში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო  შშმ პირების პრობლემების გამოკვეთა და ამ პირთა გაერთიანების ჩამოყალიბება.
შეხვედრის მეორე ნაწილში, ახალციხის დემოკრატიული ჩრთულობის ცენტრის ინიციატივით, ამავე თემაზე დისკუსია მოეწყო. დისკუსიას სამცხე-ჯავახეთის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი ნინო ნადირაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე ფილმი „კედელი” აჩვენეს. დასასრულს კი ორგანიზაციამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” მონაწილეებს საინფორმაციო ბიულეტინები დაურიგა.
ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” წელიწადნახევარია ფუნქციონირებს. მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის მიზანი მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)