en
ge

საიას მორიგი კვლევა...

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს კვლევას: „საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება და დისციპლინური პასუხისმგებლობა თვითმმართველ ქალაქებში".
„კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო სამსახურის სტაბილურობის შეფასების მიზნით.
კვლევის პროცესში დამუშავდა თვითმმართველი ქალაქების მერიებიდან და საკრებულოებიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო მოხელის გათავისუფლების საფუძვლებისა და გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობის, ასევე საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სახეების, გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და დისციპლინური წარმოების პროცესის თაობაზე", ნათქვამია საის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023