თბილისი. ამ წუთებში, სასტუმრო Holliday Inn-ში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (KEDEC), საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ორგანიზებით მიმდინარეობს „სოციალური მეწარმეობის ფორუმი – 2016".
„სოციალური მეწარმეობის ფორუმი" 2012 წლიდან ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.
„ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: segeorgia.org