გურია.ახალგაზრდა პედაგოგთა საკონფერენციო დარბაზში მოძრავი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა.
ბიბლიოთეკა მე-20 საუკუნის ქართველი და უცხოელი მწერლების 120-მდე წიგნს აერთიანებს.
წარმოდგენილია როგორც პროზის, ასევე პოეზიის ნიმუშები.
წიგნები გათვლილია მერვედან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოველ საჯარო სკოლას აქვს საშუალება გარკვეული დროით უმასპინძლონ
ბიბლიოთეკას, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას წაიკითხონ სხვადასხვა ავტორის
ახლადთარგმნილი ან ახლადგამოცემული წიგნები.
მოძრავი ბიბლიოთეკა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან"
არსებულ ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში შეიქმნა. იგი 2012 წლიდან ფუნქციონირებს პროგრამის
„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში.