თბილისი. როგორ უნდა მომზადდეს და გაიცეს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად და რა ხარვეზებით ხორციელდება ეს პროცესი რიგ შემთხვევებში – საქართველოში, ამ კუთხით, არსებული მდგომარეობა „ევროპის ფონდის" ტრენინგ-სემინარზე განიხილეს.
„ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღონისძიების მიზანი თვითმმართველ ქალაქებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებაა. ტრენინგს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: garb.ge