en
ge

ადამიანის უფლებების მდგომარეობა - წლიური შეფასება

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს და 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს.
„პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი არ ხასიათდებოდა მასობრივი და რეპრესიული საპოლიციო ძალების გამოყენებით. მიუხედავად მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავისა, რომელთან დაკავშირებით საზოგადოებაში  არა ერთი კითხვა არსებობს პროცესის პოლიტიკური ხასიათის თაობაზე, მედია გარემო ძირითადად უზრუნველყოფდა განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისა და მოსაზრებების გაშუქებას. პოლიტიკური სუბიექტების მიერ ჩატარებული შეკრებები ასევე მეტწილად მშვიდ გარემოში ჩატარდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)