იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრმა თავისი წევრებისათვის
მოაწყო დოკუმენტური ფილმის „დების" ჩვენება. ფილმი მოგვითხრობს პალიატიური მზრუნველობის
ქვეშ მყოფი ადამიანების ცხოვრებას ფერისცვალების დედათა მონასტრეთან არსებულ ჰოსპისის
– მოწყალების სახლში. ახალგაზრდული ცენტრის
წევრებმა ფილმის
დასრულების შემდეგ
გამოთქვეს საკუთარი
შეხედულებები პალიატიური
მზრუნველობის და
ჰოსპისების არსებობის
მნიშვნელობის შესახებ.
ფილმის
ჩვენება ორგანიზებული
იქნა „საქართველოში
ეროვნული ინტეგრაციის
გაძლიერების პროექტის"
(ANI) ფარგლებში, რომელიც
ხორციელდება საქართველოს
გაეროს ასოციაციის
(UNAG) მიერ, აშშ-ს
საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში