en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უზენაეს სასამართლოს მიმართა

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" ცესკოსა და „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მიმართ, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების" საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრა.
„ორგანიზაციის მხრიდან გასაჩივრების გადაწყვეტილებას გააჩნია საჯარო მმართველობის შემდგომი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულება, რადგანაც სააპელაციო პალატა წაახალისა და ლეგიტიმაცია გაუკეთა  შემთხვევას, როდესაც საჯარო უწყებებს ადმინისტრაციული წარმოების დროს, საქმესთან დაინტერესებული პირების დარბაზიდან გაძევება თავისუფლად შეეძლებათ და აღნიშნულით, საქმის განხილვის საჯაროობის პრინციპის დარღვევა არ ჩაითვლება კანონმდებლობის დარღვევად.
... „ახალგაზრდა ადვოკატები" განსაკუთრებული მოტივაციით აგრძელებს ბრძოლას ანტიდისკრიმინაციული სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკისა და იმავდროულად, გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტების არსებობისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: barristers.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)