en
ge

მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

თბილისი. „მწვანე ალტერნატივა საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს.
„მოგმართავთ თხოვნით, განახორციელოთ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, იმ მიზნით, რომ დარეგულირდეს დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და შესაბამისად, ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.
... მიგვაჩნია, რომ უნდა გამკაცრდეს და საჯარო გახდეს ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის პროცედურა, ასევე, ხეების მდგომარეობის შეფასების პროცესი. გადაუდებელ შემთხვევაში ხეების მოჭრის აუცილებლობისას, დეტალურად უნდა დასაბუთდეს გადაუდებელი აუცილებლობა და მოხდეს დანაკარგის სრული კომპენსაცია (მათ შორის, ფულადი, სანაცვლო ხეების დარგვა-მოვლის და სხვა სახით). ხეების მოჭრაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა წარიმართოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით", ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023