იმერეთი. დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ შეხვედრა გამართა, რეგიონებში მოქმედი რადიოკომპანიების, თეატრების, გამომცემლობების, სავაჭრო დაწესებულებების, რესტორნების, კაფეების, სასტუმროების ხელმძღვანელებსა და სხვა საავტორო უფლებით მოსარგებლეებთან. შეხვედრაზე საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ დაინტერესებულ პირებს საავტორო უფლებათა შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მონაწილეთა აზრიც მოისმინა.