en
ge

ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს

სამცხე-ჯავახეთი. 2 თებერვალს, ახალციხეში, ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” ოფისში, პროექტ „სამოქალაქო განვითარების  რეგიონული ქსელის” ფარგლებში,  არასამთავრობო სექტორის, თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლებმა რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს.
„სამოქალაქო განვითარების რეგიონული ქსელი” გასული წლის 21 დეკემბერს შეიქმნა. მასში გაერთიანებული 40 არასამთავრობო ორგანიზაციიდან ოთხი სამცხე-ჯავახეთში  ფუნქციონირებს. ესენია: „დემოკრატ მესხთა კავშირი”, ასოციაცია „ტოლერანტი”, „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი” და „სამცხე-ჯავახეთის მომხმარებელთა კავშირი”.  პროექტის მიზანია რეგიონების პრობლემების გამოკვლევა და ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის გაერთიანება პრობლემების ეფექტური მოგვარებისა და ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისთვის. 
სამცხე-ჯავახეთი მეათე რეგიონია, სადაც მსგავსი შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ახალციხეში შეხვედრით პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი”  სამოქალაქო განვითარების სააგენტო სიდა, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის  მხარდაჭერით ახორციელებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023