კახეთი. 21 დეკემბერს, ლაგოდეხს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ორმოცზე მეტი წარმომადგენელი ეწვია.
„ტურის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების ახალი ფორმის, ე.წ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) საქმიანობის გაცნობა. სასწავლო ტური განხორციელდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით", ნათქვამია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: „სიდას" ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში