თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს იურისტ გოგა ხატიაშვილის ბლოგპოსტს: „ოჯახში ძალადობის საქმეზე მოსამართლეს კანონი დაავიწყდა".
„...ამდენად, მოსამართლემ დაუშვა შეცდომა - გამოიყენა ისეთი სახის ღონისძიება, რომელსაც კანონი უკრძალავდა. რა მოხდა სინამდვილეში? ამ დანაშაულზე 2016 წლის ივნისში სასჯელი გამკაცრდა და თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ნაცვლად 2 წლის ვადით განისაზღვრა. თუმცა, მოსამართლემ დეკემბერში მომხდარ შემთხვევაზე კვლავ ძველი კანონი გამოიყენა.
მოსამართლის ამ საქციელით ყველა გაკვირვებული დარჩა: მეც, პროკურორიც, დარბაზში მჯდომი საზოგადოებაც, თუმცა ბრალდებული მადლიერი და კმაყოფილი იყო. მოსამართლემ ხო შანსი მისცა. საკითხავია, რისი შანსი მისცა მოსამართლემ? - ახალი ძალადობის ჩადენის?", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge