სამეგრელო. საინიციატივო ჯგუფმა „დევნილთა კავშირმა", რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა, 1 თებერვალს, საზოგადოებას
კავშირის წევრები წარუდგინა. ერთ-ერთი წევრის, ლონდერ ცანავას განცხადებით, წარმომადგენლობა საქართველოს ყველა რეგიონში ჰყავთ, თუმცა იძულებით გადაადგილებულ პირთა სიმრავლის გამო ზუგდიდში ჩვეულებრივზე მეტი - ათი თანამშრომელი ეყოლებათ. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელად ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი, ოთარ ბერიშვილი დაინიშნა. მისი
განცხადებით, „დევნილთა კავშირის" მიზანი დევნილთა პრობლემებზე მუშაობა და მათი მოგვარების პროცესებში უშუალოდ იძულებით გადაადგილებული პირების ჩართვა იქნება. საინიციატივო ჯგუფს „დევნილთ კავშირს" ერთ-ერთ მთავარ მიზნად ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ხელშეწყობა აქვს დასახული.
საინიციატივო
ჯგუფის შეხვედრას აფხაზეთიდან დევნილები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.