en
ge

ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა

სამცხე-ჯავახეთი: 1 თებერვალს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის და  ასოციაცია „ტოლერანტის" ინიციატივით გაიმართა შეხვედრა  თემაზე: „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე - ჯავახეთის რეგიონში”.  შეხვედრის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების უფლებების დაცვა, მათდამი საზოგადოების ნდობის ამაღლება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ღონისძიების ორგანიზატორები გეგმავენ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას აღნიშნულ საკითხებზე რეგიონში არსებული მედია საშუალებებისა  და საინფორმაციო ლიტერატურის გამოყენების გზით. კამპანია აგრეთვე შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პასუხისმგებლობას ყოფილ მსჯავრდებულთა მიმართ.
შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველობის, ძალოვანი სტრუქტურისა და მედიის წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)