აჭარა.1 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საჯარო
დისკუსია თემაზე: „სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური
მდგომარეობა". შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მთავრობის, თვითმმართველობის ორგანოებისა
და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა სტიქიური მოვლენების
შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში. დისკუსიის მსვლელობისას
ისაუბრეს ეკომიგრაციის სფეროში ეფექტური და ცენტრალური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშვებაზე,
სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაციასა და პასუხისმგებლობის გადანაწილების მექანიზმის
შექმნაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, უმაღლესი საბჭოს, თვითმმართველობის
წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სტუდენტები.