en
ge

საჯარო საუბრები ოჯახურის ძალადობის შესახებ

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელი" ძალადობისგან დაცვის თემაზე საჯარო დისკუსიებს მართავს. გურჯაანის ,,მედია ცენტრის" ოფისში 2 დღიანი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პროექტი ,,ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარება" კახეთის რვავე მუნიცპალიტეტში ხორციელდება.
,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის’’ კახეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარის, ჯილდა ხარიტონაშვილის თქმით, ორგანიზაციის მიზანია გადაარჩინოს და დაიცვას ქალები ძალადობისგან: ,,ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფსიქო-სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციები კახეთის რეგიონში. ვატარებთ ტრენინგებს და დისკუსიებს დაინტერესებული პირებისათვის ძალადობის თავიდან აცილების გზებზე. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის დისკუსიების ჩატარება, რადგან ბავშვთა უფლებები ხშირად ირღვევა როგორც ოჯახში, ისე სკოლაში’’.
ნუციკო ზარდიაშვილი, მოსწავლე: ,,ინფორმაცია მივიღე ძალადობის შესახებ და იმაზე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავსი ფაქტის ნახვის დროს. დაუშვებელია ქალებზე და ბავშვებზე ძალადობა და ვინც ამას აკეთებს მკაცრად უნდა დაისაჯოს’’.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)