en
ge

არასამთავრობოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავენ

თბილისი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს. წერილი, რომელსაც ხელს სამი ორგანიზაცია – საია, სამართლიანი არჩევნები და გამჭვირვალობა საქართველო აწერენ, ეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ახლებურად არეგულირებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს. ამ საკითხზე აღნიშნულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მანამდეც გაავრცელეს მიმართვა, ისინი მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის დახვეწა, მათ შორის უსკოს რეფორმაც, ერთიანი საარჩევნო რეფორმის ნაწილი უნდა იყოს. „მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით თქვენთვის მონიჭებული უფლება  და  ხელმოსაწერად გადმოცემული კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით გასახილველად უკან დაუბრუნოთ უმაღლეს საბჭოს", – ნათქვამია მიმართვაში.   
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)