თბილისი. 10 იანვარს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სოციალურ მუშაკთა კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა.
„კლუბი დაარსდა 2016 წლის ოქტომბერში. კლუბის ადმინისტრაციის მხრიდან (თეონა გვალია, რეზო ხვედელიძე, სალომე დანელია) შეხვედრაზე წარდგენილ იქნა სტატია, რომელშიც განხილულ იქნა მოტივაციური სოციალური მუშაობა, განსაკუთრებით, ბავშვებთან და რეზისტენტულ მშობლებთან მუშაობისას.
სოციალურ მუშაკთა კლუბი ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია, გააცნოს სოციალურ მუშაკებს გლობალურად სფეროში მიმდინარე სიახლეები (სხვადასხვა ქვეყნებში), რაც დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში, სწორი ხედვის ჩამოყალიბებასა და მიმდინარე გლობალურ პროფესიულ პროცესებში ჩართულობაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gasw.org