თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტი" ცენტრალური ხელისუფლებისთვის 2012 წელს გაცემული პრემიების
შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას აგრძელებს. 1 თებერვალს გამოქვეყნებულ მონაცემებში
2012 წელს რამდენიმე საჯარო დაწესებულების მიერ გაცემული პრემიების რაოდენობაა მოცემული,
მათ შორისაა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იუსტიიის სამინისტრო,
კულტურის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მთავრობის აპარატი.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" პრემიერ–მინისტრების, სახელზე გაცემული პრემიების
შესახებაც აქვეყნებს ინფორმაციას.
წყარო: opendatablog.wordpress.com