თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს კვლევას: „შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში".
„კვლევა აანალიზებს შრომითი უფლებების დარღვევების აღმოფხვრისა და მათი პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატსა და საქმიანობას. აღნიშნული ანალიზი კი თავის მხრივ ეყრდნობა ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებას, საერთაშორისო სტანდარტებსა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge