ქვემო ქართლი. „გავხადოთ ჩვენი გზა მეგობრული" აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ სკოლებში.
„კამპანიის ფარგლებში ბავშვებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები, სახელმძღვანელოები და ამრეკლი საშუალებები უსაფრთხოდ გადასაადგილებლად. კამპანიას „გავხადოთ ჩვენი გზა მეგობრული" არასამთავრობო ორგანიზაციები „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი" ერთად ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში