თბილისი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აქვეყნებს კავკასიის კვლევით რესურსების ცენტრის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.
„კითხვაზე თუ რატომ წავიდნენ არჩევნებზე, მოსახლეობის 68 პროცენტმა განაცხადა, რომ ეს მათი „მოქალაქეობრივი ვალი” იყო. მაგალითად, ქართული ოცნების მხარდამჭერების 11 პროცენტი აცხადებს, რომ არჩევნებზე პარტიის, ხოლო 8 პროცენტი კი მთავრობის მხარდასაჭერად წავიდა. ეს მაშინ როდესაც ამ პარტიის მხარდამჭერების უმეტესობამ (71 პროცენტი) არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით მიიღო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებიდან მოკლე ხანში მოქალაქეების მესამედმა არასწორად დაასახელა მისი მაჟორიტარის სახელი, რაც ამომრჩევლებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს შორის სუსტ ურთიერთკავშირზე მიუთითებს", ნათქვამია კვლევაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში