en
ge

„მსოფლიო რელიგიათა კლუბი“

თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი უკვე სთავაზობს 18–დან 30 წლამდე ახალგაზრდებს სალექციო კურსს –  მსოფლიო რელიგიების შესახებ. პროექტ „მსოფლიო რელიგიათა კლუბის" ფარგლებში, კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს. კურსი ასევე ითვალისწინებს თბილისის რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას.
ლექციები ჩატარდება 27 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს 16–იდან 18 საათამდე. ლექციების კურსი უფასოა.  განაცხადის შეტანა შეუძლიათ 18–იდან 30 წლამდე ახალგაზრდებს. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 თებერვალი.
განაცხადის ფორმა იხილეთ საიტზე: www.cipdd.org
წყარო: cipdd.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)