en
ge

კორუფციის აღქმის ინდექსი 2016

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის" 2016 წელის კვლევაში საქართველოს 57 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის.
„2016 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (90 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (10 ქულა). საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის რეგიონში.
გასულ წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება (57 ქულა 52-ის ნაცვლად) კორუფციის აღქმის მხრივ ქვეყანაში გარკვეულ (თუმცა მცირე) წინსვლაზე მიუთითებს. ამასთან, ის გარემოება, რომ 2012-2016 წლებში საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იცვლებოდა, ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის ინდიკატორია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge


 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023