თბილისი. 24 იანვარს, ევროპის ფონდმა საჯარო ფორუმი გამართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლის თაობაზე საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში.
„საქართველოში მიმდინარე სურსათის უვნებლობის სფეროს რეფორმის წარმატება სხვადასხვა ინსტიტუციების ძალისხმევასა და თანამშრომლობას საჭიროებს, მათ შორისაა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ფორუმი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს მიეძღვნა, რომლებიც სამინისტროს ყურადღებას საჭიროებს: საკანონმდებლო რეფორმების დაბალი ტემპი და სურსათით გამოწვეული დაავადებების შესახებ უფრო ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შეკრების საჭიროება. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მუშაობის ტემპები და მოცულობა ძალზე არასაკმარისია", ნათქვამია ევროპის ფონდის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.epfound.ge