en
ge

განცხადება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გზის ჩაკეტვაზე

თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი განცხადებას ავრცელებს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გზის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრს სურს გამოეხმაუროს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გალიდან ზუგდიდის მიმართულებით გზის გადაკეტვის გადაწყვეტილებას.
უკიდურესად ვგმობთ ამ ნაბიჯს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემას შეუქმნის. საკონტროლო-გამშვები პუნქტები კიდევ უფრო გაურთულებს სასწავლო პროცესს მოსწავლეებს, რომლებიც ვეღარ მოახერხებენ სკოლებამდე მისვლას და მათ მხოლოდ შემოვლითი გზა დარჩებათ. ასევე ენგურის ხიდზე ე.წ საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედება მძიმე ეკონომიკურ ტვირთად დააწვება მოსახლეობას. გართულდება ჯანდაცვის სერვისებზე წვდომაც.
მოვითხოვთ, ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი რათა შეწყდეს საოკუპაციო რეჟიმის ამგვარი ქმედება. მნიშვნელოვანია რომ, ეს საკითხი წამოიჭრას ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში, რომელიც 28-29 მარტს არის დაგეგმილი", ნათქვამია ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდი



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)