სამეგრელო. 4 თებერვალს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გამოკვეთილი რამდენიმე ტენდენცია და საჯარო მოხელეებზე 2012 წელს გაცემული პრემიების და ხელფასების ანალიზი მედიას გააცნეს.
ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ანალიზში მოხვდა ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის საგანგებო თათბირი, სადაც მან ადმინისტრაციის თანამშრომლებს და გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გამგეობის თანამშრომლებს განცხადებებში არ მიათითებინეს თარიღი. ისინი გამგეობაში დღესაც მუშაობენ და ხელს აწერენ ოფიციალურ დოკუმენტებს.
„საჯარო სამსახურიდან დათხოვნის ტენდეცია და სტატისტიკა არის ისეთი, როგორიც მთელ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ მსგავსი თემები უნდა იყო საჯარო განხილვის საგანი და თითოეულ ფაქტზე უნდა მოხდეს რეაგირება", – განაცხადა „საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი მლხაზ ჭკადუამ.