en
ge

„სასამართლომ სარჩელი საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხზე დააკმაყოფილა“

თბილისი. 31 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „მაცხოვრის ბიბლიური ეკლესიის" სარჩელი საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხზე. მოსარჩელის ინტერესებს, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენს.
„რელიგიურმა ორგანიზაციამ, 2015 წელს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, არქიტექტურის სამსახურმა განმცხადებლისგან, მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის წარდგენა მოითხოვა. თბილისის მერიამ არაუფლებამოსილი ორგანოსთვის არასავალდებულო დოკუმენტის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის არგაცემით, რელიგიური გაერთიანების უფლებები შეზღუდა.
TDI მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს რეკომენდაციის მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში უკანონო დაბრკოლებას ქმნის და მასში ახალი, კანონით გაუთვალისწინებელი ბიუროკრატიული რგოლის გაჩენას იწვევს", ნათქვამია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: tdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)