en
ge

„ერთად დავიცვათ გარემო“

თბილისი. 3 თებერვალს რუსთაველის მეტროსთან „International Spark Program"-ის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი ,,ერთად დავიცვათ გარემო”. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა პლასტმასის ბოთლებისგან დიდი ბოთლი ააწყვეს. მათ ასევე გამართეს შეჯიბრი ,,კალათბოთლში”. მონაწილეები ბურთების ნაცვლად ბოთლებს აგდებდნენ კალათში.
„„International Spark Program"-ის ფარგლებში გამართული აქცია გარემოს დაცვას ეძღვნება. ჩვენ გვინდა საზოგადოებას მოვუწოდოთ, არ დაყარონ ბოთლები, არ დააბინძურონ გარემო. პლასტმასის ბოთლების ჩაბარებითა და მათი გადამუშავებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილებაა შესაძლებელი” - აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელენე მინაშვილმა. 
წყარო: freea.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)