თბილისი. 2017 წელს, მწვანე ალტერნატივა გეგმავს შეხვედრებისა და ტრენინგების სერიის მოწყობას თემაზე „ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში".
„დაგეგმილი შეხვედრების მიზანია, ენერგეტიკულ პროექტებთან მიმართებაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით (მათ შორის, გარემოსდაცვითი, სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და გენდერული უფლებები) არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სამოქალაქო ორგანიზაციების ხედვისა და პერსპექტივის ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ასევე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობის შესწავლა.
შეხვედრათა ციკლში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია თანდართული განაცხადის ფორმის შევსება და მისი მოწოდება არაუგვიანეს 2017 წლის 10 თებერვლისა (18:00 სთ). სხვადასხვა შეხვედრაში მონაწილეების შერჩევა მოხდება მხოლოდ შევსებული განაცხადის ფორმების საფუძველზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: greenalt.org