en
ge

ომბუდსმენის რეკომენდაცია შშმ პირთა უფლებების დასაცავად

თბილისი. 24 იანვარს, ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს". სახალხო დამცველი მოუწოდებს ფონდს უზრუნველყოს მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
„სახალხო დამცველის აპარატმა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეისწავლა საქმე სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის" ფილიალის, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ერთ–ერთი ბენეფიციარის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტზე. ასევე ინფორმაცია დასახელებული დაწესებულების ბენეფიციარებს შორის არსებული დაპირისპირებისა და კონფლიქტური სიტუაციის შესახებ", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)