თბილისი. კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" მადლობას უხდის ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის.
„ამ გადაწყვეტილებით საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით კონკრეტულ სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული, მათ შორის ოკუპირებულ ტერიორიებზე მცხოვრები, მოქალაქე. აღნიშნული ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოსა და ევროკავშირის ხალხთა შორის კულტურული და პირადი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე სტიმული იქნება ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge