თბილისი. 4 თებერვალს, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსსმა განაცხადა, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ბათუმში ავტორიზაცია უნდა გაუუქმდეს. მიზეზად კი სკოლაში გეგმიური მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევები დასახელდა.
„4 თებერვალს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სკოლა-ლიცეუმის დირექტორს, ელგუჯა დავითაძეს შეხვდა და მისგან ახსნა-განმარტებები მოისმინა. დირექტორის თქმით, ავტორიზაციის საბჭო მთავარ დარღვევად, სკოლაში არაქართულენოვან სექტორზე თურქეთის ათი მოქალაქის ჩარიცხვას უთითებს.
სკოლისთვის ავტორიზაციის მოულოდნელად გაუქმების გადაწყვეტილებასთან მიმართებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. TDI საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს სწავლობს და მოგვიანებით, დეტალურ სამართლებრივ ანალიზსა და შეფასებას გამოაქვეყნებს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: tdi.ge