კახეთი.საზოგადოებრივი ორგანიზაციების „სამოქალაქო ინიციატივისა" და „ლელის" ერთობლივი ინიციატივით,
სოფელ ლელიანში მცხოვრებ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ ერთი დღე სტუდენტური ცხოვრებით
ეცხოვრათ. 2 თებერვალს სამოქალაქო ინიციატივამ აბიტურიენტებს თბილისში უმასპინძლა და
დღის პირველ ნახევარში ისინი ილიას უნივერსიტეტში ლექციებს დაესწრნენ, რათა უკეთ გარკვეულიყვნენ
სწავლების ხარისხსა და სპეციალობების სპეციფიკაში. დღის მეორე ნახევარში აბიტურიენტები
სამოქალაქო ინიციატივებისა და ფონდ „მომავლის ღიმილის" შეხვედრას დაესწრნენ, სადაც
მონაწილეობა მიიღეს აქტივობების დაგეგმვაში.
ინიციატივის ავტორები მიიიჩნევენ, რომ ასეთი ღონისძიებები
ხელს შეუწყობს აბიტურიენტების მოტივაციის ზრდას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ
ჩართვას.
წყარო: facebook.com/samokalakoiniciativa