იმერეთი. დღეს, ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით ინიცირებული პროექტის – „სამოქალაქო განათლება ტრეფიკინგის პრევენციისთვის" – შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე წარადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში და გამოვლენილი ვიდეო რგოლების, ესეების, ბლოგების კონკურსში გამარჯვებული პირების დაჯილდოვება. პროექტს 2012 წლის მარტის თვიდან ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. პროგრამის მიზანს წარმოადგენდა იმერეთის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეებისა და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.