en
ge

ზუგდიდში კამპანია „საჭესთან ფხიზლად“ პრეზენტაცია გაიმართა

სამეგრელო. ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათის" და საქართველოს ალიანსის – „უსაფრთხო გზებისთვის" – ორგანიზებით, 3 თებერვალს, პროექტის –„საჭესთან ფრთხილად" – პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ „ათინათის" სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოქმედი სამოქალაქო კლუბები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.  
საქართველოს ალიანსი „უსაფრთხო გზებისთვის" წარმომადგენელმა მაია ქობალიამ, ყოველწლიურად მსოფლიო გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ავტოკატასტროფების 93% მთლიანად ან ნაწილობივ მძღოლის შეცდომის, ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა და სხვა ადამიანური ფაქტორების მიზეზით ხდება. კამპანია „საჭესთან ფრთხილად" მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას.
ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსის ვახტან დადუნაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია მოზარდებთან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)