თბილისი. 5 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ითანამშრომლებენ. ასოციაცია დაეხმარება იუსტიციის სამინისტროს პროგრამაში ჩართულ სოციალურ მუშაკებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგში, დაგეგმავს და განახორციელებს მათთვის ტრეინინგებსა და სემინარებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში