en
ge

ანგარიში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ"  5 თებერვალს 2012 წლის ანგარიში – „ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს?" – გამოაქვეყნა. 56–გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიები მომხმარებლებს მონაცემთა შეგროვების, შენახვისა და მათი დაცულობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" მოუწოდებს პარლამენტს დააყენოს საკანონმდებლო ცვლილებების გატარების საკითხი, რომელიც მაუწყებლების მსგავსად საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას დაქვემდებარებულ მობილურ ოპერატორებსა და ინტერნეტ პროვაიდერებსაც მოსთხოვს ბენეფიციარ მფლობელთა ვინაობის გამჟღავნებას. ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნას რეგულაციები, რომლებიც კომერციული ვებ–გვერდებისა და ონლაინ საინფორმაციო საშუალებების მფლობელების გამჭვირვალობის ზრდას უზრუნველყოფს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო: სამოქალაქო ინტერნეტ მაუწყებლობა ნაკადი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)