თბილისი. ომბუდსმენი ეხმაურება 2017 წლის 1 მარტს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ თითქოს უჩა ნანუაშვილი ივანე მერაბიშვილს მის სასარგებლოდ მოწმედ დაუდგა სტრასბურგის სასამართლოში.
„ აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება აშკარად ამახინჯებს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სავარაუდოა, რომ ქალბატონ მინისტრს სურს საკუთარი შეცდომა და პროცესის არასწორი წარმართვა სხვას გადააბრალოს. საქართველოს მთავარ პროკურატურას სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში რომ გაეთვალისწინებინა, შესაძლებელი იყო, არც ევროსასამართლოში წაეგო ჩვენს ქვეყანას საქმე და არც დიდ პალატაში გასაჩივრების საჭიროება დამდგარიყო", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge