სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზუგდიდის ოფისის ძალისხმევით ნელი წურწუმიამ საკუთრების უფლება აღიდგინა.
„ნელი წურწუმიას 1998 წელს ანაკლიაში მიწის ნაკვეთი გადაეცა, 2001 წელს კი საჯარო რეესტრში კანონის სრული დაცვით დაირეგისტრირა. 2015 წელს, როდესაც ქალბატონმა ნელიმ მიწის ნაკვეთის საზღვრების და ფართობის დაზუსტება გადაწყვიტა და ამისთვის საჯარო რეესტრს მიმართა, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ნაკვეთი საჯარო რეესტრს სახელმწიფოს საკუთრებად დაერეგისტრირებინა.
ქალბატონმა ნელიმ დახმარებისთვის ჩვენს ზუგდიდის ოფისს მიმართა. ჩვენი იურისტის, ლელა მოწონელიძის წარმომადგენლობით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 6 მარტს ნელი წურწუმიას ადმინისტრაციული სარჩელი დააკმაყოფილა, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია გააუქმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტებული სახით რეგისტრაცია დაავალა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში