თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი „სრულიად საიდუმლო" საარქივო დოკუმენტებთან ერთად აქვეყნებს 1956 წლის მარტის თვეში საქართველოში გამოცემული გაზეთების კოლექციას.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ პერიოდის საბჭოთა ბეჭდვით მედიაში საერთოდ არ არის ასახული საქართველოში 5-9 მარტს განვითარებული მოვლენები.
ვფიქრობთ, რომ ასეთი კოლექცია უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს 1956 წლის მარტის მოვლენებს და დაეხმარება მკვლევარებსა თუ დაინტერესებულ საზოგადოებას მოვლენების სათანადოდ გააზრებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ შეგროვებული გაზეთების კოლექცია დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალებას მისცემს დაინახოს განსხვავება ოფიციალურ პროპაგანდასა და რეალურ პოლიტიკურ პროცესებს შორის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში