თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტის მიერ საპარლამენტო ღიაობის რიგით მეორე (2017-2018 წლების) სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
2017 წლის თებერვალში, ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ორგანიზაცია თვლის, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება გაზრდის კანონშემოქმედებით პროცესში მოსახლეობის ჩართულობას, გამჭვირვალობას და მოქალაქეების ნდობას საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი.
წყარო: idfi.ge