თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ბათუმში, 2017 წლის 11 მარტს განვითარებულ პროცესებს. ორგანიზაცია სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვლენების სათანადო შესწავლა და რეაგირება.
„შეკრების მართვის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისგან თავის შეკავების პოზიტიური პრაქტიკის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ შსს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია, რის გამოც, ძალადობრივი ინციდენტები მთელს ქალაქში გავრცელდა და სრულიად უკონტროლო ხასიათი მიიღო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge