თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურებიან.
„ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge